გერმანიაში ვიდეოთამაშებში ნაცისტურ სიმბოლიკაზე აკრძალვა გააუქმეს

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვიდეო თამაშებში სვასტიკის აკრძალვა გაუქმდა. ახლა ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოს დემონსტრირება შესაძლებელია სხვადასხვა გასართობ პროდუქტზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს თამაშის თემატიკით დაშვებულია.

ექსტრემისტული სიმბოლიკის აკრძალვა, ძველებურად ძალაშია, მაგრამ ახლა ვიდეოთამაშებზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ფილმებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თამაშის გაყიდვა დაიშვება, თუკი აკრძალული სიმბოლოები სცენარით გამართლებულია – “ბიბისი” წერს.

გერმანიაში ნაცისტური სიმბოლოები 90-იან წლებში აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია სოფელ წინანდალში
შემდეგი სტატიარონალდო საავადმყოფოში პნევმონიას მკურნალობს