რონალდო საავადმყოფოში პნევმონიას მკურნალობს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო ესპანეთის საავადმყოფოში პნევმონიას მკურნალობს – ამის შესახებ თვითონ სპორტსმენმა დაწერა საკუთარ “ტვიტერ” ბლოგზე. “მეგობრებო, იბიცაზე პნევმონია დამემართა. პარასკევს საავადმყოფოში მოვხვდი, მაგრამ ცუდი უკვე უკანაა. ხვალ, შესაძლებელია, გამომწერონ და სახლში გამიშვან. მადლობა თქვენი სიყვარულისა და თანადგომისთვის” – დაწერა 41 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა.
2004 წელს რონალდო “ფიფა-100”-ის სიაში მოხვდა, რომელიც ბრაზილიელმა პელემ შეადგინა და სადაც, მისი აზრით საუკეთესო ფეხბურთელები მოხვდნენ მათ შორის, რომლებიც ცოცხალი არიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ვიდეოთამაშებში ნაცისტურ სიმბოლიკაზე აკრძალვა გააუქმეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: თურქეთი სირიაში ახალი ოპერაციისთვის ემზადება