საპროტესტო აქცია სოფელ წინანდალში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოსახლეობამ აქცია გაიმართა.
სოფლის ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლები, სასტუმრო „რედისონისთვ​ის“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ უბანში მაღალი ძაბვის კაბელის დამონტაჟებას აპროტესტებენ და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მოსახლეობის განცხადებით,მიმდინარე სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, რაც მათთვის სახიფათოა.
აქციის მონაწილეები კომპანიას ალტერნატიული ტერიტორიას სთავაზობენ, რომელიც სოფლიდან შემოვლითი გზის გამოყენებას გულისხმობს.

რაც შეეხება ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას” პოზიციას, კომპანიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ,რომ ტერიტორიაზე სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში არა მაღალი ძაბვის, არამედ 10 კვ-იან ელექტროსისტემის მონტაჟი ხდება.
,,სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კონტრაქტორი ფირმა, რომელიც პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების სისწორეზე და ამას „ენერგო-პრო ჯორჯია“ მკაცრად აკონტროლებს”, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთს საიდუმლო “იდეოლოგიური აღზრდის” ბანაკებში მილიონობით უიგური ჰყავს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ვიდეოთამაშებში ნაცისტურ სიმბოლიკაზე აკრძალვა გააუქმეს