
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მიგრანტები შემოსვლას აგრძელებენ, ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი წევრები, ან მათი მომხრეები, შეიძლება გააქტიურდნენ” – გამოცემას სამართალდამცველების სიტყვები მოყავს.
პოლიციამ 60 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა – წერს გაზეთი.
“გერმანიაში ტერაქტის საფრთზე ძალიან დიდია. მთელი ევროპა და კერძოდ, გერმანია საერთაშორისო ტერორიზმის ყურადღების ცენტრშია. საფრანგეთის ტერაქტმა აჩვენა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სამიგრაციო კრიზისს, ტერორისტების ევროპაში შესაყვანად იყენებს” – წერს Neue Osnabrücker Zeitung-ი.
















