გერმანიაში 5 აეროპორტი გაიფიცა

გერმანიაში 5 აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ – ბერლინის, ჰამბურგის, შტუტგარტის, კელნისა და კარლსრუე/ბადენ-ბადენის აეროპორტები არ მუშაობს.

პროფკავშირების ცნობით, მათი მოთხოვნაა საათობრივი ხელფასის 2.80 ევრომდე გაზრდა, ბონუსები და ზეგანაკვეთური მუშაობისას ანაზღაურების უკეთესი პირობები.

მედიის ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში 580-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, მგზავრობა ვერ შეძლო 90 000-ზე მეტმა ადამიანმა.

გაფიცვა, სავარაუდოდ, პარასკევსაც გაგრძელდება და შეუერთდება სხვა აეროპორტებიც – ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, ლაიფციგისა და ვეზეს.

რამდენიმე საათით იყო გაფიცული მიუნხენის აეროპორტიც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და ვოლტის კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო
შემდეგი სტატიამედვედევმა 7 პუნქტიანი “მშვიდობის ფორმულა” შეადგინა