მედვედევმა 7 პუნქტიანი “მშვიდობის ფორმულა” შეადგინა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი “მშვიდობის ფორმულის” რუსულ ვარიანტს აქვეყნებს. მედვედევის აზრით, „კონსენსუსის მისაღწევად“, უკრაინამ უნდა გამოაცხადოს სრული კაპიტულაცია, გადაუხადოს რუსეთს კომპენსაცია, მისი ტერიტორიების გაერთიანდეს რუსეთთან, განახორციელოს დემილიტარიზაცია, გადადგეს ხელისუფლება და აირჩეს დროებითი პარლამენტი

მედვედევის “მშვიდობის ფორმულა” 7 პუნქტიანია. ჩამიონათვალში მედვედევს უკრაინის დასახელება ბრჭყალებში აქვს ჩასმული:

1. პირველის მიერ (შემდგომში „უკრაინა“) დამარცხების აღიარება კონფლიქტის სამხედრო კომპონენტში. სრული და უპირობო ჩაბარება, დემილიტარიზაცია, სამომავლოდ “უკრაინის” ტერიტორიაზე გასამხედროებული ძალების შექმნის აკრძალვა.

2. საერთაშორისო საზოგადოების მიერ კიევის რეჟიმის ნაცისტური ხასიათის აღიარება და გაეროს კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა სამთავრობო ორგანოს იძულებითი დენაციფიკაცია.

3. „უკრაინის“ და მისი რომელიმე სამართალმემკვიდრის სამხედრო ალიანსებში რუსეთის თანხმობის გარეშე გაწევრიანების შეუძლებლობა.

4. ყველა კონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომა და თვითმმართველი ტერიტორიის დროებითი პარლამენტის არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარება

5. დროებითი პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ყველა საჭირო კომპენსაციის გადახდის შესახებ კანონების მიღება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის დაღუპული მოქალაქეების ნათესავებისთვის და დაჭრილების ჯანმრთელობისთვის ზიანის ანაზღაურება. რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებზე მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების პროცედურის დაწესება.

6. დროებითი პარლამენტის მიერ ოფიციალური აღიარება „უკრაინის“ მთელი ტერიტორიის რუსეთის ფედერაციის ნაწილად.

7. დროებითი პარლამენტის თვითდაშლა. გაეროს გაერთიანების აქტის აღიარება.” ნათქვამია მედვედევის თეზისებში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 5 აეროპორტი გაიფიცა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა