გერმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბუსნესტაგის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ქვეყანამ ოსმანეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდი აღიარა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას არ დაძაბავს – ამის შესახებ მან “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დადო.
საუბარია “ბუსნესტაგის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე”, რასაც თურქეთის “მოსალოდნელი რეაქცია მოყვა” – წერია ტვიტში.
“იმედი მაქვს, მომავალი დღეების მანძილზე შევძლებთ იმას, რომ საქმე არ მივა განსაკუთრებულ მდგომარეობამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ მოვაკლებთ იმას, რომ თურქეთი და სომხეთი ერთმანეთზე კი არ ლაპარაკობდეს, არამედ ერთმანეთთან”- დაწერა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდორანმა განაცხადა, რომ ანკარა გააანალიზებს გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდთან დაკავშირებით: “მე დაველაპარაკე პრემიერ-მინისტრს (ბილან იილდიმირს-რედ). ჩვენ ორივენი დარწმუნებული ვართ, რომ პირველი ნაბიჯი ელჩის გერმანიიდან გამოწვევაა. გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება თურქეთ-გერმანიის ურთიერთობებზე სერიოზულად იმოქმედებს” – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მისი თქმით, მომხდარის გამო საბოლოო ზომებს მისი კენიიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ თურქების გენოციდის აღიარების რეზოლუციას დღეს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა ხმა. სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ბუნდესტაგის ნაბიჯს მიესალმება.
“მაშინ, როცა გერმანია და ავსტრია, რომლებიც ოსმანეთის იმპერიის მოკავშირეები იყვნენ და აღიარებენ პასუხისმგებლობის საკუთარ წილს სომხების გენოციდთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობა მას უარყოფს” – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედუარდ ნალბალდიანმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა გერმანიიდან გაიწვევს თავის ელჩს “კონსულტაციისათვის”.
თურქეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, იასინ აკტაიმ განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სერიოზულად დაძაბავს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა კი რეზოლუციას “ისტორიული შეცდომა” უწოდა – “ბიბისი” წერს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიას და თურქეთს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

19-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, კანადამ, არგენტინამ და ურუგვაიმ სომხების მასობრივი მკვლელობა უკვე აღიარა. 2014 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა პირველად მიუსამძიმრა სომხებს, რომელთა ოჯახის წევრები თურქეთში დაიხოცნენ პირველი მსოფლიო ომის დროს.

banner
წინა სტატიაში,, უნდა დაველოდოთ დროს, როცა რუსეთი გააცნობიერებს რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი”
შემდეგი სტატიალუვრი დაიკეტება და ექსპონანტების ევაკუაცია მოხდება