ლუვრი დაიკეტება და ექსპონანტების ევაკუაცია მოხდება

ლუვრის დირექციის გადაწყვეტილებით, ხვალ, 3 ივნისს ლუვრი დაიკეტება და ექსპონანტების ევაკუაცია მოხდება, რომელიც სარდაფებში ინახება – ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, მთავარი ამოცანაა ექსპონანტები გადაარჩინონ და წყლიანი სარდაფიდან მშრალ ადგილზე ამოიტანონ.
ლუვრი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმია, მას ყოველდღიურად 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
შეგახსენებთ, რომ პარიზსა და საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში წვიმის გამო მდინარეები ადიდდნენ, რაამც წყალდიდობები გამოიწვია. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ნალექის გაზრდილ რაოდენობას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაგაცვლის თუ არა სააკაშვილი ოდესას კოსტრომაზე?!