,, უნდა დაველოდოთ დროს, როცა რუსეთი გააცნობიერებს რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი”

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

ივანიშვილმა სალომე ასათიანთან ინტერვიუში რუსეთის შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა რუსეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოდის:
„ჩვენი სვლა და სტრატეგია, რომ ევროატლანტიკური სისტემის წევრი გავხდეთ არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან. თუმცა დღევანდელ ხელმძღვანელობას რუსეთისას მიაჩნია, რომ ეს სახიფათოა მათი სახელმწიფოსათვის, თუმცა ჩვენ დაჟინებით გავაგრძელებთ იმის მიღწევას რაც ჩვენი სტრატეგიული ინტერესებია, ჩვენ უნდა დაველოდოთ სწორ დროს როდესაც რუსეთიც გააცნობიერებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც შეძლებენ და დაინახავენ, რომ დროა გავხდეთ ნატოს თუ ევროკავშირის წევრი. სად არის რომ რუსეთზე რაც ვთქვი მოლოდინი არ გამართლდა? ჩვენ ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა სალომე ასათიანის კითხვამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხმა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა დაკარგა და ამავდროულად იმ განცხადებების ფონზე რომ რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტივებია არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ფიჩხზე და ჯონჯოლზე გასული ხალხი არ დააკავონ და არ დააპატიმრონ:

„თქვენ ჯერ თქვით რომ საერთაშორისო ასპარეზზე დავკარგეთ აქტუალობა ახლა ფიჩხზე გადახვედით. ესეთია რეალობა, ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, თუ თქვენ გაქვთ რამე იდეა გააცანით მაყურებელს.“- მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაში,,მურუსიძეს ვუთხარი, გარანტიას გაძლევ ახალი ხელისუფლება შენ არ შეგეხება“
შემდეგი სტატიაგერმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდება