გერმანიამ ავღანეთში 38 ლტოლვილი დააბრუნა

გერმანიის მთავრობამ ავღანეთში თავშესაფრის 38 მაძიებელი დააბრუნა. მაინის ფრანკფურტიდან გაგზავნილი ლტოლვილები ქაბულში სამშაბათს, 19 თებერვალს ჩაფრინდნენ – აეროპორტის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, თავშესაფრისმაძიებლებს პოლიციის 94 თანამშრომელი აცილებდა.

2016 წლიდან ეს ავღანელების გერმანიიდან დაბრუნების 21-ე შემთხვევაა. ამ ხნის მანძილზე სულ 512 პირი გაადეპორტეს, რომელთაც გერმანიამ უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე.

ისლამურ რესპუბლიკაში დეპორტაცია გერმანიაში ცხარე დავის საგანია. გაეროს მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან ავღანურ კონფლიქტში 2791 პირი დაიღუპა და 5252 დაიჭრა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს პასუხობენ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა