გერმანია კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ამზადებს

2019 წელს გერმანია კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად ზომების პაკეტს წარმოადგენს. კერძოდ, კიბერუსაფრთხოების ახალი სტანდარტებს შემოიღებენ – ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ბერლინში საინფორმაციო ტექნიკის სფეროში უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მონაცემებით, გერმანიის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ხშირად ხდება უცხოეთიდან კიბერთავდასხმის ობიექტი.
,,დოჩიე ველეს” ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით გერმანულ კომპანიებზე კიბერშეტევის მცდელობა 145-ჯერ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშირაკეტა “სოიუზის” გაშვება ავარიით დასრულდა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს