რაკეტა “სოიუზის” გაშვება ავარიით დასრულდა

რაკეტა “Союз МС-10” -ის აფრენისას, ბაიკონურის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, ავარია მოხდა.
“მეორე დონის ძრავების ავარიული გამორთვა დაფიქსირდა” – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

მათივე ინფორმაციით,ავარია ,რაკეტმზიდის პირველი დონის უკანა ბლოკების მეორე დონის ბლოკებისგან გამოყოფისას,აფრენიდან 119 წამზე დაიწყო. ავარიული სიგნალის ამოქმედებისთანავე ხომალდის კუპე გაიყო და პარაშუტი გამოუშვა. აღსანიშნავია,რომ ფრენის მომზადების პროცესში საკონტროლო შემოწმების მოწყობილობებს პრობლემა არ დაუფიქსირებიათ.
“სოიუზის” ეკიპაჟის კაფსულა წარმატებით დაეშვა ყაზახეთში. კოსმონავტი რუსი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი არ დაშავებულან. მაშველებმა, რომლებიც დაფრენის ადგილზე მივიდნენ, ისინი კაფსულიდან ამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიჩანაწერები ადასტურებს რომ 2012 წლის არჩევნები რუსული სცენარი იყო – სააკაშვილი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგერმანია კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ამზადებს