გერმანია: იარაღის მიწოდებით დონბასში ომი ვერ მორჩება

გერმანიამ დღეს, სამშაბათს უარი თქვა მოწოდებაზე, კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბერლინს მოუწოდა უკრაინას მხარი დაუჭიროს შაშხანებით, რადიოტექნიკითა და ბრონირებული ტექნიკით – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ნატოში თავის კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
“დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი (აღმოსავკლეთ უკრაინაში) მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებით შეიძლება გადაწყდეს” – მაასმა თქვა – უკრაინული eurointegration-ი წერს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი სურვილია გერმანიამ იარაღის მიწოდებით მხარი დაუჭიროს უკრაინას. ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეიარაღება. “გებეკმა ეს იცის” – თქვა ზელენსკიმ, მას მხედველობაში ჰყავდა “მწვანეების” წარმომადგენლის რობერტ გაბეკის განცახდება, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა, გაბეკის სიტყვების კომენტირებისას თქვა, რომ გერმანია დაიცავს საკუთარ პრინციპს, რეგიონში იარაღი არავის მიაწოდოს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ერთ კვირაში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება
შემდეგი სტატიაგერმანიაში საბაზისო შემოსავალზე ექსპერიმენტი დაიწყო – სამი წელი თვეში 1200 ევრო