პოლონეთში ერთ კვირაში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება

პოლონეთში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია 7 ივნისიდან დაიწყება – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა მიხალ დვორჟიკმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე თქვა. “7 ივნისიდან 12-15 წლის ბავშვების ვაცინაცია დაიწყება. ეს დაახლოებით 2,5 მილიონი მოსწავლეა” – მან აღნიშნა და დაამატა, რომ აცრის გაკეთება ახლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ პუნქტებში, სექტემბრიდან კი სკოლებშიც.

მანამდე მოზარდებისთვის ვაქცინაციის დაწყების შესახებ რუმინეთმაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ “ფაიზერი” ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირის წამლების სააგენტომ მოზარდებისთვის დაუშვა. სულ კ სააგენტოს ავტორიზაცია გავლილი აქვს ოთხ ვაქცინას.

banner
წინა სტატიაშიბელორუსი ჟურნალისტი ბურაკოვი 20 დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგერმანია: იარაღის მიწოდებით დონბასში ომი ვერ მორჩება