გერმანიაში საბაზისო შემოსავალზე ექსპერიმენტი დაიწყო – სამი წელი თვეში 1200 ევრო

გერმანიაში ექსპერიმენტი დაიწყო საბაზისო შემოსავლის შესწავლასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მისი მონაწილეები სამი წელი ყოველ თვე 1200 ევროს მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა პირმა მიიღო, თუმცა შეირჩა მხოლოდ 122 მათგანი. სოციალური ექსპერიმენტის მიზანია აუცილებელი საბაზისო შემოსავლის შედეგების შესწავლა.

მონაწილეებს არ სჭირდებათ, რომ დაამტკიცონ სოციალური დაუცველობა, ექსპერიმენტის ფარგლებში მათ შეუძლიათ იმუშაონ იმდენი, რამდენიც სურთ ან არ იმუშაონ საერთოდ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, არის, ყოველ ექვს თვეში უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა.
მათ გარდა 1380 ადამიანი შეავსებს ანკეტებს, მაგრამ ისინი ყოველთვიური სტიპენდიის ნაცვლად სიმბოლურ თანხას მიიღებენ. მონაწილეები ლატარეის პრინციპით აირჩნენ.

ექსპერიმენტისთვის თანხები შემოწირულობებით შეაგროვეს: 150 ათასმა დონორმა 5,2 მილიონი ევრო შეაგროვა. აქცია “ჩემი საბაზისო შემოსავლის” ორგანიზატორია ბერლინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ მოქალაქეებისთვის საბაზისო შემოსავლის ქონა ბევრ სოციალურ პრობლემას მოაგვარებს, ადამიანები, რომელთაც ასეთი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტად კრეატიულები არიან და ბოლოს – უფრო მეტად ბედნიერები. ორგანიზატორები სოციალური ასპექტის გარდა ჯანმრთელობის საკითხებსაც შეისწავლიან. თმის ღერით შესაძლებელი გახდება სტრესის ფაქტორის დადგენა.
კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი ექსპერიმენტი საშიშია და უტოპიური, რომელიც ადამიანებს საზოგადოების ხარჯზე უსაქმურობისკენ უბიძგებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია: იარაღის მიწოდებით დონბასში ომი ვერ მორჩება
შემდეგი სტატია„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს