გერმანელები ავღანეთს 65 ათასი ლუდითა და 340 ბოთლი შამპანურით ტოვებენ

ბუნდესვერს ავღანეთიდან გამოსვლამდე, სავარაუდოდ, გერმანიაში ათობით ათასი ლუდის და ასობით ღვინოსა და შამპანურის უკან, გერმანიაში გაგზავნა მოუწევს – პარასკევს “შპიგელმა” დაწერა.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ლოგისტებმა უკვე დგაამზადეს გასაგზავნად 65 ათასი ლუდი და რადლერი (დაბალპროცენტიანი ლუდის სასმისი), ასევე, 340 ბოთლი შამპანური და ღვინო.

სასმელს სამხედროები ქვეყნის დატოვებამდე ვერ გამოიყენებენ, რადგანაც სარდალმა ანსგარ მაიერმა ჯარისკაცებს ალკოჰოლის დალევა აუკრძალა – ჯარის გაყვანის უკანასკნელი ფაზა განსაკუთრებით საფრთხილოა. იურიდიული და რელიგიური მიზეზების გამო ალკოჰოლის გაყიდვა ან მისი ადგილობრივი ჯარისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამდაგვარად, ლუდი, ღვინო და შამპანური ან გერმანიაში უნდა დაბრუნდეს, ან ადგილზე განადგურდეს.

როგორც გავრცელდა, ტვირთის გადაზიდვაში გერმანელებს უკრაინული თვითმფრინავები დაეხმარებიან.

გერმანია ავღანეთს ქვეყნიდან ნატოს ჯარების გაყვანის ფარგლებში დატოვებს.
აშშ-მ და ნატომ ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანა 2021 წლის აპრილიდან დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ “ფეისბუქის” წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგერმანიაში ერთი მილიარდი ევროს სახის ნიღბებს გაანადგურებენ