ევროკომისიამ “ფეისბუქის” წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია Facebook Inc.-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საუბარია სერვის Facebook Marketplace-ის მუშაობაზე – კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა პარასკევს, 4 ივნისს ბრიუსელში თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
ევროკომისია ეჭვობს, რომ როცა “ფეისბუქზე” კონკურენტი კომპანიები საკუთარ მომსახურებას ათავსებენ, კორპორაცია ამით მნიშვნელოვან მონაცემებს იღებს, მათ შორის, მომხმარებელთა უპირატესობების შესახებ და შემდეგ ამას მათი მოწინააღმდეგების წინააღმდეგ იყენებს.

“ფეისბუქში” ყველა ბრალდებას უარყოფენ. “ჩვენ გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ, რომ ვაჩვენოთ, რომ ის (ბრალდება) უსაფუძვლოა” – კონცერნში აღნიშნეს.

სერვისი Facebook Marketplace 2016 წლიდან მოქმედებს. იქ იყიდება მათ შორის მანქანები, ველოსიპედები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვა. მისი გამოყენება უფასოა, ის რეკლამების ხარჯზე ფინანსდება. კორპორაციაში ამბობენ, რომ სერვისის წყალობით თავიანთ მიზნობრივ აუდიტორიას ზრდიან და ზრდიან, ასევე, მომხმარებლებისთვის მომსახურებას.
2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით “”ფეისბუქის” მოგება 9,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო – სოცქსელში გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას
შემდეგი სტატიაგერმანელები ავღანეთს 65 ათასი ლუდითა და 340 ბოთლი შამპანურით ტოვებენ