გერმანიაში ერთი მილიარდი ევროს სახის ნიღბებს გაანადგურებენ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განკარგულება გასცა გამოსაყენებლად უვარგისი ყველა ნიღბი გაანადგურონ, რაც ჯამში დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს ღირებულებისაა – გერმანულმა მედიამ გაავრცელა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ნიღბები 2020 წლის გაზაფხულზე იყო შეკვეთილი, ძირითადად, ჩინეთში. თუმცაღა, მისი შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. შრომის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა წინადადება ნიღბები უსახლკაროებისთვის ან დაბალი შემოსავლის მქონეთათვის დაერიგებინათ. ისინი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ განადგურდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელები ავღანეთს 65 ათასი ლუდითა და 340 ბოთლი შამპანურით ტოვებენ
შემდეგი სტატია“ფეისბუქმა” დონალდ ტრამპს წვდომა ორი წლით შეუჩერა