გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

ყოფილ პროკურორს გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი.

„დაცვის მხარეს ექნება პოზიცია, რომელსაც იმედი მაქვს, რომ გაიზიარებს სასამართლო და აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრს ფორმას პატიმრობას არ გამოიყენებს. საქმე აბსოლუტურად არის შეკერილი. არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არის საქმეში რომ ჩვენ თუნდაც რომ ვივარაუდოთ , რომ გიორგი ჭანტურიამ საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღო,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში – ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება