უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ჩვენ მივიღებთ მათ ხედვას არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით და იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი საუბარი ეხება პროცესს და კრიტერიუმებს. ცხადია ჩვენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით რა მოთხოვნებიც არსებობს კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან და ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით რაშიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იმყოფება,“- განაცხადაპრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა