გელათში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს

გელათის სამონასტრო კომპლექსში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა ტაძარი კვლავ დაკეტილია. ადგილზე მედიას პასუხის გამცემი პირები არ დახვდა, მონასტერს კი სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ პროცესების დახურვა მხოლოდ ერთ, ხელისუფლების მხარეს აწყობს.

მისივე თქმით, გელათის დაკეტვა უცხოელი ექსპერტების ინიციატივა არ ყოფილა.

“ეს გაურკვეველი სიტუაცია მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით გრძელდება, ამ გაურკვევლობას ის დახურული პროცესი იწვევს, რომელიც სახელმწიფომ შემოგვთავაზეს. გუშინ დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი, რომ ამ პროცესის ასე დახურვა ექსპერტების მხრიდან გამოწვეული არ ყოფილა. ამ მდგომარეობის დაკეტვა აწყობს ერთ მხარეს, ეს არის სახელმწიფოს მხარე, ჩვენ ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან, რომელიც მალე დაიდება.

მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით და პირველ რიგში, ეს იქნებოდა შემაჯამებელი ბრიფინგის შემდეგ მონასტრის გახსნა”,- თქვა თორნიკე ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო – „გირჩს“ თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატები მხოლოდ საკრებულოში ეყოლება
შემდეგი სტატიამინსკის “აღმოსავლეთ პარტნიორობიდან” გასვლას ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა უპასუხა