ჰერმან საბო – „გირჩს“ თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატები მხოლოდ საკრებულოში ეყოლება

ალბათ, მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც მომდევნო არჩევნების წინ იტყოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი არჩევნები არ არის. „გირჩისთვის“ ეს არჩევნები ორმაგად მნიშვნელოვანია. ორი ფუნქცია აქვს ამ არჩევნებს შესასრულებელი ჩვენთვის – „გირჩის“ შენარჩუნების ფუნქცია და „გირჩის“ პროგრესის ფუნქცია, – ამის შესახებ „გირჩის სამეფოს“ მეფემ, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩს“ თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატები მხოლოდ საკრებულოში ეყოლება.

„შენარჩუნებაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ 2020 არჩევნების შემდეგ „გირჩი“ გაიყო და ძალიან არასასიამოვნოა ხოლმე, გარშემომყოფები რომ მეუბნებიან, ის ადგილები, რომელიც პარლამენტში თქვენ დაიკავეთჯაფარას რეიტინგით არის ან თქვენ არ გეკუთვნოდათო. რა თქმა უნდა, ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და პროგრესი სახეზეა, რეიტინგი არ დაგვიკარგავს. პროგრამა მინიმუმი ამ არჩევნებზე იქნება საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება. „გირჩს“ კარგი იდეები აქვს, მაგრამ ხშირად ვერ ხორციელდება, რადგან ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ ამას სერიოზულად ვამბობთ და ბოლომდე მივყვებით. „გირჩის“ სამეფოს ყველა სტრუქტურაში შეჟონვა და ექსპანსია არის ჩვენი მეორე მიზანი ამ არჩევნებზე და ვინ თუ არა „გირჩის“ მეფე უნდა გაუძღვეს „გირჩის“ ლაშქარს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. პირადად მე „გირჩის“ ამომრჩევლები უნდა დავარწმუნო, რომ ვიმსახურებ პირველ ადგილს და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ მათ დარწმუნებას და ვეცდები, ლოკომოტივის როლი შევასრულო, როგორც ამ ბატონების მერე ყველაზე ცნობილმა „გირჩელმა“. კანდიდატები არ გვეყოლება მაჟორიტარულ და მერების ნაწილში, საკრებულოების ნაწილში გვეყოლება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – პროკურატურა მალავს გავაშელიშვილს
შემდეგი სტატიაგელათში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს