გეგიძემ მათიკაშვილს მხარი არ დაუჭირა

ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

მიზეზზე გეგიძე დეტალებზე არ საუბრობს. მხოლოდ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე ლოგიკური იყო.

„ხმა პირიქით რომ მიმეცა, მკითხავდით? არ ვიყავი მომხრე. თუ პროცესს აკვირდებით, ნახავთ, რომ ჩემი პოზიცია ლოგიკური იყო. ვის რა დამოკიდებულება და შეფასება ჰქონდა, ამაზე ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო“, – განაცხადა გეგიძემ.

banner
წინა სტატიაში„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოხსნაზე” – ჯანეზაშვილი
შემდეგი სტატიაუმრავლესობის სხდომა მიმდინარე თვეში გაიმართება