„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოხსნაზე” – ჯანეზაშვილი

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოხსნაზე,” – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭო რეალური პრობლემებს ნაცვლად, პირად ინტერესებზე ზრუნავს. მისი თქმით, საბჭო საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოხსნაზე არ მუშაობს.

იუსტიციის საბჭოს ტრადიციული სხდომა ცოტა ხანში უნდა გაიმართოს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ერთ-ერთი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა მცირე რაოდენობა იქნება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის მოხსნაზე და არ ზრუნავს, რომ მოსამართლეთა რაოდენობა სისტემას დროულად დაემატოს. ვეჭვობ, რომ ეს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს საკითხს. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო, ნადარაია, რომლებიც უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან, მონაწილეობენ კონკურსში იმისთვის, რომ ისინი გადავიდნენ სხვა სასამართლოებში. როგორც ჩანს, ელოდებიან, რომ უზენაეს სასამართლოში გადაწყდეს საკითხი, ყოველ შემთხვევაში აქამდე ელოდებოდნენ თუ ვინ დაინიშნებოდა უზენაეს სასამართლოში და ამის შემდეგ დაელაგებინათ და გადაეწყვიტათ ვინ, სად, როდის და რა თანამდებობაზე დაინიშნებოდა,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგეგიძემ მათიკაშვილს მხარი არ დაუჭირა