უმრავლესობის სხდომა მიმდინარე თვეში გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარე თვეში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, თუმცა თარიღი არ დააკონკრეტა.

„თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, ერთმანეთთან სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ასე არ იქნება. იანვარში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საგაზაფხულო სესიისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის იმ მოსაზრებების განხილვა მოხდება, რაც ჩვენი გუნდის ცალკეულ წევრებს აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგეგიძემ მათიკაშვილს მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა