,,გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევასთან დაკავშირებული პრეცედენტი განგრძობადია – ეს პრეცედენტი დაცული უნდა იყოს ყველა საკადრო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში”

განგრძობადია გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებული პრეცედენტი, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან იმის გამო გაიწვიეს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურა გუნდთან შეუთანხმებელი იყო, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემა “შუა დღის სტუდიაში“ განაცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, სამომავლოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობაში შეუთანხმებლად იქნება მიღებული, უმრავლესობის ყველა წევრს წარმოუშობს უფლებას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს.

“რაკი ასეთი პრეცედენტი შედგა, ის დაცული და მიმართული უნდა იყოს ყველა საკადრო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს წესი მომავალში წესი არ გახდა, გედევან ფოფხაძე მართალი იქნება, თუკი იტყვის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან მისი გაწვევა არასწორად მოხდა“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს
შემდეგი სტატიაპოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე, ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს