პოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე, ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე გამართული პერმანენტული აქციების ორ მონაწილესთან ერთად, ისევ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტის შენობასთან შვილმოკლულ მამებთან ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გადელია მივიდა და განუცხადა, რომ შესაძლოა, ისინი დააკავონ.

სარალიძის თქმით, პოლიციელმა მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრა, რომ 11 სექტემბერს მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე სამართალდამცველებისგან ფაქტის მოკვლევას ითხოვს. მან ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში განცხადება უკვე დაწერა.

პოლიციის წარმომადგენლებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველის მისვლა არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საკითს მოიკვლევენ.

banner
წინა სტატიაში,,გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევასთან დაკავშირებული პრეცედენტი განგრძობადია – ეს პრეცედენტი დაცული უნდა იყოს ყველა საკადრო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში”
შემდეგი სტატიაგიორგი ჩოგოვაძე – 4 წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ტემპით განვითარდა