„საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ „თაიმერს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

„დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 – გასვლა 08:50, ჩასვლა 14:43, გამოსვლა 17:05, ჩამოსვლა 22:45.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30, ჩასვლა 15:30, გამოსვლა 17:10, ჩამოსვლა 22:05.

„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე – გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ
შემდეგი სტატია,,გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევასთან დაკავშირებული პრეცედენტი განგრძობადია – ეს პრეცედენტი დაცული უნდა იყოს ყველა საკადრო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში”