გედევან ფოფხაძე : რუსეთი ოკუპანტია,სამართლებრივი შეფასების საჭიროებაზე მსჯელობა შეიძლება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ფუჭდება , როცა რუსეთს ოკუპანტს ვუწოდებთ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ამ საკითხის სამართლებრივი შეფასების პოლიტიკური საჭიროება არის თუ არა ეს მსჯელობის საგანია.

“მე ამ ეტაპზე მგონია, რომ შეფასებები ნაადრევია. სამართლებრივ შეფასებაზე თუ ვსაუბრობ მაგი არის პარლამენტის და პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ეს მისი პირადი აზრია და მას აქვს უფლება ასეთი აზრი ჰქონდეს. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ამის სამართლებრივი შეფასების პოლიტიკური საჭიროება არის თუ არა, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი“ – აღნიშნა ფოფხაძემ

banner
წინა სტატიაში“ფაქტია, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია აგრესიის შემდეგ,”-ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაბათუ ქუთელია : „იმ დღიდან, რაც ეს სასწავლო ცენტრი არსებობს, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია”