ბათუ ქუთელია : „იმ დღიდან, რაც ეს სასწავლო ცენტრი არსებობს, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია”

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი ბათუ ქუთელია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა.

აქვე, ქუთელია განმარტავს, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ სასწავლო ბაზაზე დაცვის მექანიზმები არასწორად იყო ჩამოყალიბებული, ლოგიკური არ იქნება.

„იმ დღიდან, რაც ეს სასწავლო ცენტრი არსებობს, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, რაიმე ეჭვი შევიტანოთ, რომ ზოგადად არასწორად იყო ჩამოყალიბებული დაცვის მექანიზმები, არ იქნება ლოგიკური. სხვა სპეკულატიური განცხადებები, მივიჩნევ, რომ უმართებულოა. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და შემდეგ უკვე შეიძლება უფრო კომპლექსურად ვილაპარაკოთ, ეს რაიმე სისტემური პრობლემაა, თუ ცალკეული საყოფაცხოვრებო შემთხვევა,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : რუსეთი ოკუპანტია,სამართლებრივი შეფასების საჭიროებაზე მსჯელობა შეიძლება
შემდეგი სტატიათამარ კორძაია : ზურაბიშვილმა დაადასტურა , რომ, როცა საგარეო უწყებაში მუშაობდა იქაც არაკომპეტენტური იყო