“ფაქტია, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია აგრესიის შემდეგ,”-ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს

,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ვოლსკის თქმით, რეალური ის არის, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია.

“ფაქტია, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია აგრესიის შემდეგ. ამ აგრესიის დაშვების თავიდან აცილება შეიძლებოდა. არასწორი, წინდაუხედავი პოლიტიკა და დანაშაულებრივი შეცდომები არის ჩადენილი იმ პერიოდში, რამაც შედეგად მოგვცა ოკუპაცია. სტატუსი ქვეყნისთვის, რომელიც პრაქტიკულად ოკუპაციას ახდენს დიდი რაოდენობის ტერიტორიის, ახლა სტატუსს მიანიჭებ, დაარქმევ თუ არ დაარქმევ, რეალური ის არის, რომ ოკუპირებულია და ოკუპანტი არსებობს“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღიძრა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : რუსეთი ოკუპანტია,სამართლებრივი შეფასების საჭიროებაზე მსჯელობა შეიძლება