გედევან ფოფხაძე: ფარულ ჩანაწერებს “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ხელისუფლება ქმნიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას რიგ შემთხვევაში გამართლებულად მიიჩნევს.

ფოფხაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაკავებულების ჩვენებიდან პროკურატურა პირველ პირზე გასვლას შეძლებს, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სამ ადამიანთან მიმართებაში როგორ მოიქცევა.

“მიმაჩნია, რომ პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს ცალკეული პირების მიმართ რას დაობდა. თუ გამოძიებას მიეცემა იმის საშუალება, რომ დანაშაულის პირველ პირამდე მივიდნენ, საპროცესო გარიგებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ყველაზე საინტერსო არის ის, საიდან ჩნდება ეს ვიდეოჩანაწერები, ვინ არის პირველადი წყარო. ესაა ის, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ხელისუფლება ქმნიდა. პირველ წყაროსთან მიმართებაში თუ გამოძიება უფრო წინ წავა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სამ ადამიანთან მიმართებაში როგორ მოიქცევა. აღიარება და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, შეიძლება, ამის წინაპირობა იყოს, თუ ეს ღირებული თანამშრომლობაა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიჩინეთის სამხრეთით ტაიფუნ “ნიდას” გამო განგაშია გამოცხადებული
შემდეგი სტატიათურქეთს წარუმატებელი პუტჩი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა