თურქეთს წარუმატებელი პუტჩი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა

თურქეთს წარუმატებელი პუტჩი 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა

4თურქეთის ეკონომიკას წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, განაცხადა ვაჭრობის მინისტრმა ბიულეტ ტიუფეკჩმა – წერსHurriyet-ი.

ანკარაში პრესკონფერენციაზე ტიუფეჩკმა განაცხადა: “ყველა თვითმფრინავის, ვეტმფრენის, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, შენობების ღირებულების გათვალისწინებით, მინიმალური თანხა, რაზეც საუბარია, ჩვენი წინასწარი დათვლებით, 300 მილიარდი ლირაა”.
მინსტრის თქმით, დეტალური განხილვისას, თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ბევრი უცხოური შეკვეთა გადადებულია, უცხოელებმა თურქეთში მოგზაურობაც გადადეს. მან, ამასთანავე, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თურქულ ბაზარს მხარი დაუჭირა  და ის ჩამოშლას გადაარჩინა. მისივე თქმით მეორე დღეს ბანკებმა, ბირჟებმა და კომერციულმა ცენტრებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა, რამაც ეკონომიკის ჩვეულ რიტმს ხელი შეუწყო.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 16 ივლისს, დილით ადრე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: ფარულ ჩანაწერებს “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ხელისუფლება ქმნიდა
შემდეგი სტატიასასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა