ჩინეთის სამხრეთით ტაიფუნ “ნიდას” გამო განგაშია გამოცხადებული

ჩინეთის სამხრეთით ტაიფუნ

3 (1)ჩინეთის სამხრეთ რაიონებში ძლიერი ტაიფუნი “ნიდას” გამო, რომელიც დღეს დაატყდა ჰონკონგის ტერიტორიას, განგაშია გამოცხადებული.
ჰონკონგში, ძლიერი ქარისა და ღვარცოფის გამო სკოლები და სატრანსპორტო გადაადგილება შეწყვეტილია.
გუანდუნის პროვინციაში, ქალაქ გუანძჟოუს ხელმძღვანელებმა საფრთხის წითელი დონე გამოაცხადეს. მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ საჭმელი და პირველადი მოთხოვნის ნივთები მოიმარაგონ.

საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა ასევე რამდენიმე სხვა ქალაქში.
ჩინური მედია “ნიდას” 1983 წლიდან ყველაზე ძლიერ ტაიფუნს უწოდებს და გაფრთხოლებას იძლევა, რომ იქნება ძლიერი წყალდიდობები.
ჰონკონგში ნავთობმომპოვებელი პლატფორმებიდან, ასევე გვირაბებიდან და ხიდებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ჩინეთში ძლიერი წვიმები ივნისის ბოლოდან არ წყდება. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა მდინარე იანცძის აუზზე.
წყალდიდობების, სოფლების ჩამოშლის და მეწყერის მსხვერპლი ჩინეთში 200-ზე მეტი ადამიანი გახდა.

banner
წინა სტატიაში„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მთავრობას სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: ფარულ ჩანაწერებს “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ხელისუფლება ქმნიდა