გაზპრომმა ,,თურქული ნაკადის,, მშენებლობა დაასრულა

რუსეთის ენერგო კომპანია ,,გაზპრომმა,, თურქული ნაკადის პროექტის, ორმხრივი 373 კილომეტრიანი სექციის მშენებლობა დაასრულა.
,,გაზპრომის,, მიერ გაკეთებული განცხადებით, თურქული ნაკადის მშენებლობა მაქსიმალური სისწრაფით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ზღვის მონაკვეთზე, ორივე მხარეს ჯამში 746 კმ-ზე დაიგო მილსადენი.
გაზპრომმა, თურქული ნაკადის პროექტის ზღვის მონაკვეთზე მუშაობა, რომლითაც გათვალისწინებულია ბუნებრივი გაზის რუსეთიდან, შავი ზღვის გატარებით თურქეთისთვის მიწოდება, დაიწყო 7 მაისს. ამ პროექტით დაგეგმილია თურქეთისთვის 15,75 მილიარდი და ასევე 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპისთვის მიწოდება.

banner
წინა სტატიაში,,თალიბანის,, ტერორისტმა ტანკი ჭურვებიანად ააფეთქა
შემდეგი სტატიასოფელი ეკი- “პატრონი არავინ ჰყავს არც სოფელს და არც ქვეყანას” (ფოტოები)