“გაზპრომმა” ბერლინში ახალი კომპანიის შექმნა დააანონსა

"გაზპრომმა" ბერლინში ახალი კომპანიის შექმნა დააანონსა“გაზპრომმა” ბერლინში ახალი კომპანიის შექმნა დააანონსა, რომელიც ბერლინის გაზგასამართ სადგურებზე რუსულ გაზს გაყიდის – ამის შესახებ საიტ Gazprom Marketing & Trading-ზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Gazprom NGV Europe შვილობილი კომპანიაა Gazprom Germania-სი და ის 24 აგვისტოს დარეგისტრირდა. “კომპანია გერმანიის ენერგეტიკის ყველა ნორმატივებს დააკმაყოფილებს. ის უკვე 50 გაზგასამართი სადგურის ოპერატორი გახდა” – წერია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, კომპანია მოქმედებს ასევე, ჩეხეთსა და პოლონეთში.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
შემდეგი სტატიათურქეთში ქალ პოლიციელებს ხიჯაბის ტარების უფლება დართეს