“გაზპრომის” უარის შემდეგ უკრაინას პოლონეთი მიაწვდის გაზს

პოლონურმა PGNiG-მა და უკრაინულმა “ნაფტოგაზმა” უკრაინაში გაზის სასწრაფო მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მას შემდეგ, რაც რუსულმა “გაზპრომმა” უკრაინის გაზით მომარაგებაზე უარი განაცხადა. “კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე მოქმედებს. კონტრაქტის მოცულობა 60 მილიონი კუბომეტრია. მიწოდება დღეს დილით 6 საათიდან დაიწყო ჰერმანოვიცედან, რომელიც პოლონეთისა და უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემებს აერთიანებს” – განაცხადა “ნაფტოგაზის” წარმომადგენელმა. პოლონურმა მხარე, საჭირობის შემთხვევაში, მზად არის მიწოდების მოცულობა გაზარდოს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში99 წლის ავსტრალიელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატიასმარტფონების გარეშე ცხოვრებისთვის სტუდენტები საჩუქრებს მიიღებენ