99 წლის ავსტრალიელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

99 წლის ავსტრალიელმა მოცურავემ თავის ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო რეკორდი დაამყარა 50 მეტრის თავისუფალ სტილში ცურვაში.
ჯორჯ კორონესმა ეს დისტანცია 56,12 წამში გაცურა ქვინსლენდის შტატში გამართულ შეჯიბრებაში. ის 100-104 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა – აპრილში ჯორჯს 100 წელი შეისრულდება. როგორც “ბიბისი” წერს, კორონესმა 2014 წლის საკუთარივე რეკორდი 35 წამით გააუმჯობესა. შედეგს სპორტული ფედერაცია ამოწმებს. თვითონ ჯორჯი ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მათგან განავისუფლებულ ტერიტორიაზე სამხედროებს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატია“გაზპრომის” უარის შემდეგ უკრაინას პოლონეთი მიაწვდის გაზს