გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა. მოწამლულებს შორის 4 მცირეწლოვანია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, 21 მკრ-ში მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა. გაზის ინტოქსიკაციის შედეგად, თავბრუს ხვევითა და პირღებინებით, მცირეწლოვანი ბავშვები რუსთავის ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს, ბავშვების მშობლები კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: inforustavi.ge

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა, რუსეთის მიერ, გიორგი ცერცვაძის მიმართ გამოცხადებული ძებნის შესახებ, ადრევ იცოდა – ზაზა ჭაია
შემდეგი სტატიაპარლამენტში მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს