პარლამენტში მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა.
იმ შემთხვევაში თუ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდება, მის ადგილს პარლამენტში, პარლამენტის აპარატის უფროსი ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ამ შემთხვევაში ანრი ოხანაშვილს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, კვირის განმავლობაში კი გაივლის კომიტეტებს, რის შემდეგაც კენჭისყრაზე გავა.

როგორც უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფრაქციამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგაზით ინტოქსიკაციის შედეგად 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიანიკა მელია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება