შს მინისტრმა, რუსეთის მიერ, გიორგი ცერცვაძის მიმართ გამოცხადებული ძებნის შესახებ, ადრევ იცოდა – ზაზა ჭაია

ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავების ფაქტს და ქართული მხარის მიერ რუსეთისათვის ქართველი სამხედროს მონაცემების გადაცემას, ,,სამართალდამცავთა ლიგის” წევრი ზაზა ჭაია ეხმაურება.

მისი თქმით, შს მინისტრი, რომელიც ვერ იცავს საზოგადოების უსაფრთხოებას, ,,ბალასტს” უწოდებს პოლიციელებს და უგულვებელყოფს საქართველოს ჯარისკაცების ბედს, უნდა გადადგეს!

,,შს მინისტრმა და შს საზღვრის დაცვის დეპარტემენტმა, ადრევე იცოდნენ, რუსეთის ფედარაციის სპეცსამსახურების მიერ, საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ – ზურაბ მაისურაძის და საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, პოლიციის ვ/პოლკოვნიკ – გიორგი ცერცვაძის მიმართ გამოცხადებული ძებნის შესახებ და არა თუ არ გააფრთხილეს ქართველი ოფიცრები რუსეთის ფედერაციის მიერ მათ წიინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, არამედ რუსეთის ფედერაციას მიაწოდეს ბ-ნ მაისურაძის და ბ-ნ ცერცვაძის პერსონალური მონაცემები და გაფრთხილების გარეშე მისცეს მათ საქართველოს დატოვების უფლება, რითაც თანამონაწილეები გახდნენ ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ განხორციელები სპეცოპერაციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის, ოკუპაციის და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ, მაღალი რანგის ქართველ ოფიცერთა ტყვედ აყვანას ან მათ ლიკვიდაციას ისახავს მიზნად!”- წერს ჭაია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად კობახიძის კანდიდატურას წარადგენს
შემდეგი სტატიაგაზით ინტოქსიკაციის შედეგად 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს