გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი

ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. “პირველი არხის” ინფორმაციით, დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 236 მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ადვოკატის განმარტებით, საქმიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებამ რეაგირება მოახდინა და გაჩხრიკა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც იარაღის ტყვიებია ამოღებული.
მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

 

წყარო: “პირველი არხი”

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე – ზაზა ბიბილაშვილი
შემდეგი სტატიათამაზ ქვლივიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა – პროკურორი