თამაზ ქვლივიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა – პროკურორი

პროკურორის ინფორმაციით, ღამის კლუბ ბასიანთან პოლიციელის და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა.
“როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე აქაც ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, საქმიდან გამომდინარე ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებებით და ფორმალური საფუძვლებით. საქმეშია ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს, ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, იმ ფაქტს, რომ მან დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა. გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენისას მიმალვა სცადა, თუმცა ეს საფრთხე აღიკვეთა”, – განაცხადა ხათუნა კუსრაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი და მეზვრიშვილი ერევიან სასამართლოს საქმიანობაში და აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს – ქვლივიძის ადვოკატი