მარგველაშვილი დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე – ზაზა ბიბილაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ „არჩევანის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან ეხმაურებიან.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება:

„ეს ერთი მხრივ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშილის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა და სხვა არაფერი, მეორე იმაზე მიუთითებს, რომ მარგველაშილი დღეს ამ პოლიტიკური დევნის ნაწილია და ამ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის უშუალო მონაწილე, ვინაიდან მან თქვა, მსოფლიომ სიმართლე როცა გაიგო, მაშინვე დაუსვა დიაგნოზი ქართულ მართლმსაჯულებასო. დღეს ის მალავს დოკუმენტაციას, მალავს ინფორმაციას იმისათვის, რომ მსოფლიომ სიმართლე აღარ გაიგოს. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სურვილი, ნება არასდროს ყოფილა საქართველოს წინ წაწევა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდნენ რევანშის იდეით. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან აიღეს მხოლოდ ცუდი, მხოლოდ მანკიერი და ის მანკიერება გაადიდეს, გააათმაგეს, ხოლო ყველაფერი რაც მანამდე კარგი იყო, პენსიის ზრდა, ლარის კურსი, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ეს საქართველოში აღარ ხდება, რეალურად, ერთმა კლანმა მოიწყო ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანების ხარჯზე“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის შენიშვნები, როგორც მან წარმოადგინა აბსოლუტურად მიუღებელია – დიმიტრი ხუნდაძე
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი