გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ბოლომდე რომ გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი – კობახიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო უნდა მიიღოს კანონი და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებიც გაიხსნება.

„ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებთ ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებული. აქაც ხდება იგივე, რომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ ჩვენი. სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილი ვრცელდებოდა, ის სიმულირებდა და არ კვდებოდა. რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ სტატუსი. აქაც ამ კანონზე გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხალხი დგას ხელისუფლების მხარეს და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული – კობახიძე
შემდეგი სტატიაქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა