ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პიცერია “TASHIR PIZZA GEORGIA”-ში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.

ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

დადგინდა, რომ პიცერიას ქათმის გაყინული ფილე შპს “სიფუდ გრუპ თელავმა” მიაწოდა.

“სააგენტომ შპს “TASHIR PIZZA GEORGIA”-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს “სიფუდ გრუპ თელავს” აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი”, – წერია განცხადებაში.

სააგეტო ამბობს, რომ შპს “სიფუდ გრუპ თელავიდან” აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად”, – აცხადებს უწყება.

banner
წინა სტატიაშიგავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ბოლომდე რომ გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი – კობახიძე
შემდეგი სტატიათბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს