გაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით – ენმ ხელისუფლებას მიმართავს

“მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მკვლელ ხელისუფლებას” – აცხადებენ ენმ-ში და სრულად ვაქცინირებულების წახალისებისთვის, ვაქცინაციის პოპულარობის მიზნით, ხელისუფლებისგან ითხოვენ:

სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;
ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის – გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;​
​სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია
სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.
ხატია დეკანოიძე ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინონ პროგნოზი, საით მიდის ქვეყანა და რა გველოდება უახლოეს პერიოდში.

banner
წინა სტატიაშიტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ბოლო 8 წელში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, ომი და არც ექნება იქამდე, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში