ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

ტერორიზმის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა.

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ჰქონდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.

ამ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდნენ ადვოკატები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ საქმის გარკვეული მასალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გასაჯაროებული ჰქონდა

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს. გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა
შემდეგი სტატიაგაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით – ენმ ხელისუფლებას მიმართავს