ღარიბაშვილი – ბოლო 8 წელში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, ომი და არც ექნება იქამდე, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში

მიუხედავად არაერთი ცილისწამების, ჩვენს მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია არავითარი კონფლიქტი და ომი და არც ექნება მანამ, სანამ ჩვენი პარტია იქნება სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კეთილდღეობა, მოქალაქეთა დასაქმება, სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. როგორც მან აღნიშნა, უსაგნო, გაუთავებელი და გაუაზრებელი პოლიტიკური დებატებითა და ბატალიებით ყველა დაიღალა.

„მოსახლეობამ ყველაფერი კარგად გამოსცადა – დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან – რუსეთთან, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ჩვენი გმირების ომში გარდაცვალება. შევახსენებ ჩვენს ოპონენტებსა და მოსახლეობას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ძალა, რომელიც პასუხისმგელობით მართავს ჩვენს ქვეყანას.

ამიტომ, მეგობრებო, ჩვენი მხარდამჭერებისა და აქტივისტების სრული მხარდაჭერა გვჭირდება, რათა წალენჯიხამ, სამეგრელომ და მთელმა საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვოს. მაქსიმალურად უნდა მოვბილიზდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, რათა ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაუქმდეს სრულად ვაქცინირებულებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით – ენმ ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიატერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ