„გაწმენდა სექსით“, ანუ ადამიანი, რომელსაც ბავშვებთან სექსის გამო ფულს უხდიან

„გაწმენდა სექსით“, ანუ ადამიანი, რომელსაც ბავშვებთან სექსის გამო ფულს უხდიან

11მალავის ზოგიერთ რაიონში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვთაც, სქესობრივ ასაკს მიღწეული გოგონები ქალიშვილობას იმ კაცთან კარგავენ, რომელიც დაქირავებულია, ანუ სექს-მომსახურების გამო ფულს იღებს. მამაკაცს, რომლებიც ამ სახის საქმიანობას ეწევიან, „აფთარს“ ეძახიან. აღსანიშნავია, რომ ეს სქესობრივი აქტი გაუპატიურებად არ ითვლება. მეტიც, დასახლების უხუცესები მას „გაწმენდის რიტუალს“ უწოდებენ.
მსგავსი აქტი ხშირად გარკვეული დაავადების გავრცელების წყაროა. ერიკ ანივოის ნსანიეს პროვინციაში, საკუთარი სამოთახიანი სახლის მტვრიან ეზოში შევხვდი – ირგვლივ თხები და ქათმები დადიოდნენ. ერიკი, რომელსაც ჭუჭყიანი მწვანე პერანგი ეცვა, გულითადად მომესალმა. შევატყვე, მედიის ყურადღება მოსწონს. ანივოი, რომელიც სოფელში ყველაზე საპატივსაცემო „აფთარია“, როგორც ამბობს, ბავშვობიდან კოჭლობს.
თუკი მამაკაცი მოკვდა, მისი ცოლი ქმრის დაკრძალვამდე ანივასთან უნდა დაწვეს. ქალს გაწმენდა მაშინაც სჭირდება, თუკი აბორტი გაიკეთა. ყველაზე მეტად შოკისმომგვრელი კი ისაა, რომ პირველი მენსტრუაციის შემდეგ, აქაური გოგონები სამი დღე სექსით უნდა დაკავდნენ. ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვობის ასაკიდან ქალობაში გადავიდნენ. თუკი გოგონა სექსზე უარს იტყვის, ადგილობრივების რწმენით, მხოლოდ მას კი არა, მის ოჯახს და შესაძლებელია, მთელ დასახლებას ავადმყოფობა და სხვა უბედურება დაატყდეს.
„მათი უმეტესობა, ვისთანაც ვიწექი, სკოლის მოსწავლეა. ზოგიერთები 12-13 წლის არიან, თუმცა მე უფროსი ასაკის გოგოები მირჩევნია, – ამბობს ანივა, – ისინი საკუთარი გამოცდილებით ამაყობენ და ამბობენ, რომ მე ნამდვილი მამაკაცი ვარ, რომელმაც იცის, ქალი როგორ უნდა დააკმაყოფილოს.“
მისი ნათქვამი რამდენიმე გოგონას მონათხრობს ეწინააღმდეგება, რომელსაც მეზობელ სოფელში შევხვდი. ამ გოგონების თქმით, ის, რაც უნდა გააკეთონ და რაც უკვე გამოიარეს, ეზიზღებათ.
„ვერაფერს ვიზამდი. ამაზე ჩემი მშობლების გამო უნდა დავთანხმებულიყავი“ – ამბობს მარია, – უარი რომ მეთქვა, ჩემები დაავადდებოდდნენ და შეიძლება, მომკვდარიყვნენ კიდეც. ამიტომ, შემეშინდა.“
გოგონების თქმით, „აფთართან“ ძალდატანებითი სექსი მათ ნაცნობ ყველა გოგოს ჰქონდა. ანივოი 40 წლისას ჰგავს, თუმცა ზუსტ ასაკს არ ამბობს. მას ორი ცოლი ჰყავს და ორივემ კარგად იცის, ანვოი ფულს როგორ შოულობს. ის ამბობს, რომ 104 გოგოსა და ქალთან იწვა, თუმცა 2012 წელს ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუდან ვასკვნი, რომ ანვოის თვლა აერია..
5 ქალი, როგორც „აფთარი“ ამბობს, მისგან ფეხმძიმედ დარჩა, თუმცა რეალურად, შეიძლება, მეტი დაფეხმძიმდა.
ანვოის გარდა, თემში კიდევ ათი „აფთარი“ ცხოვრობს. საერთოდ, ნსანიეს ყველა სოფელში საკუთარი სექსმუშაკი მამაკაცი ყავთ და სექსუალური მომსახურებისთვის მათ 4-დან 7-დოლარამდე უხდიან.
აქედან ერთი საათის სავალზე სხვა სოფელია, სადაც ფაგისს, კრისს და ფალეის მაცნობენ. ეს ქალები 50-ს გადაცილებული არიან. ისინი იმ ტრადიციისა და ადათის მიმდევრები არიან, რომელთაც მათი თემი მიჰყვება. ყოველ წელს ისინი გოგონებისთვის ბანაკს აკეთებენ, სადაც ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეასრულონ საწოლში ქალური მოვალეობა და საქმეები ოჯახში გათხოვების შემდეგ.
„სექსუალური განწმენდა“ „აფთრებთან“ ამ საგანმანათლებლო პროცესის უკანასკნელი ეტაპია, რომელზეც გოგონების მშობლები ნებაყოფლობით თანხმდებიან. ეს აუცილებელი იმისათვისაა, რომ „ინფექციებს გავექცეთ, რომლითაც შეიძლება, მშობლები, ან თემის სხვა წევრები დაავადდნენ,“ – ამბობს ერთ-ერთი გოგონა. ყურადღებას ვამახვილებ, რომ ბევრი დაავადება ზუსტად ამ „გაწმენდისგან“ მოდის. ტრადიციის თანახმად, „აფთრებთან“ სექსის დროს პრეზერვატივით თავის დაცვა არ შეიძლება. ქალები მარწმუნებენ, რომ „აფთრებს“ მათი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე ირჩევენ, ამიტომ, არ შეიძლება, შიდსი, ან სხვა სახის დაავადება შეეყაროთ, თუმცა ცხადია, რომ მსგავს პირობებში შიდსი ყველაზე დიდი საფრთხეა – გაერო-ს შეფასებით, მალავის ყოველი მეათე მკვიდრი ვირუსის მატარებელია.
ანივოის პირდაპირ ვეკითხები, არის თუ არა დაავადებული. ის გულწრფელად მპასუხობს, რომ არის, მაგრამ ამის შესახებ გოგონების მშობლებს, რომლებიც მას ქირაობენ, არ ეუბნება. ანივოი ხვდება, რომ თხრობა ჩემზე მისთვის სასურველ შთაბეჭდილებას არ ახდებს. ამიტომ, თავის ქებას თავს ანებებს და ამბობს, რომ ახლა „გაწმენდის“ ნაკლებ რიტუალს „ატარებს“, ვიდრე ადრე.

111
„ამას კიდევ ვაკეთებ, მაგრამ ცოტ-ცოტას, – მეუბნება და უცებ ამატებს, – მაგრამ, სულ უნდა შევწყვიტო“. აქ ყველამ იცის, რომ ამ ტრადიციას, მათი თემის იქით, არავინ ეთანხმება – მხოლოდ ეკლესია კი არა, არასამთავრობო სექტორიც წინააღმდეგია, ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციაც და თვითონ ქვეყნის მთავრობაც, რომელბმაც „საშიში კულტურული ტრადიციების“ წინააღმდეგ კამპანიაც დაიწყეს.
„ჩვენ ამ ადამიანების განსჯას არ ვაპირებთ, მაგრამ გვსურს, საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა მიხვდნენ, რომ ტრადიციის შეცვლა აუცილებელია,“ – ამბობს სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მდივანი მეი შაბა. მშობლები, რომელთაც სხვაზე მეტი განათლება აქვთ, თვითონვე ამბობენ უარს „აფთრების“ მომსახურებაზე, მაგრამ ამ ადგილებში ტრადიციის მიმდევრები მეტია.
„ჩვენს კულტურაში არაფერია ცუდი, – მეუბნება კრისი, – შეხედეთ თამამედროვე საზოგადოებას, გოგონები უპასუხისმგებლოები არიან, ამიტომ აქ, სოფელში უნდა ვასწავლოთ, გზას როგორ არ აცდნენ, როგორ იყვნენ კარგი ცოლები, რომ ქმრები კმაყოფილები ჰყავდეთ და ოჯახში ცუდი არაფერი მოხდეს“.
კათოლიკე მღვდელი, მამა კლო ბუშარი საფრანგეთში დაიბადა და 50 წელია, მალავიში ცხოვრობს. ის ქვეყნის გამოჩენილი ანთროპოლოგია და, როგორც ამბობს, „სექსუალური გაწმენდის“ ჩვევა მრავალ საუკუნეს ითვლის. მაშინ ჯერ კიდევ ეგონათ, რომ ბავშვების ზრდასრული ცხოვრება სექსუალური აქტით იწყებოდა. ადრე, როცა გოგოენები მომწიფების ასაკს, ანუ 15-16 წელს აღწევდნენ, აქტს ატარებდა მამაკაცი, რომელსაც მშობლები გოგონას საქმროდ არჩევდნენ. დღეს ამ მიზნისთვის „აფთრებს“ ქირაობენ და ითვლება, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია, – ამბობს მამა ბუშარი და დასძენს, რომ მცდელობას, ეს ადათი მოეშალათ, ადგილობრივებისგან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, მიუხედავად იმის, რომ ქრისტიანობა 100 წლის წინ გავრცელდა, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კი, შიდსია მოდებული. ქვეყნის ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში, „სექსუალური გაწმენდა“, პრაქტიკულად, არსად გვხვდება. მალავის ცენტრალურ რეგიონში „აფთრების“ მომსახურება ძალიან იშვიათად, ქვრივებსა და უშვილო ქალებთან გამოიყენებოდა, თუმცა რეგიონის ხელმძღვანელმა, ტერეზა კაჩინდამოტომ (ის მცირე ქალთაგან ერთ-ერთია, რომლებიც მალავიში თანამდებობას იკავებენ) პირობა დადო, რომ ამ ტრადიციის მოსასპობად მთელი ცხოვრება იბრძოლებს. ტერეზა ცდილობს, ამ ბრძოლაში რეგიონების ხელმძღვანელებიც ჩართოს.
ზოგიერთ პროვინციაში, მაგალითად, ქვეყნის აღმოსავლეთით, მანგოჩიში, უკვე დაიწყეს ადათის სხვა სექსუალური ცერემონიით ჩანაცვლება, მაგრამ ნსანიეში სურვილიც არ აქვთ, რომ ამაზე დაფიქრდნენ – ეს საკითხი შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი არაა.

1111
მალავი მსოფლიოში ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა. ქვეყნის სამხრეთით, სოფელში ერთ ქალს შევხვდი, რომელსაც ფანნი ჰქვია. ის „აფთრის“ ყველაზე მცირეწლოვანი შვილის დედაა. როცა ფანნი დაქვრივდა, „გაწმენდის ცერემონია“ ანივთან გაიარა და მალე დაქორწინდნენ კიდეც. გვერდიდან ჩანს, რომ მათი ურთიერთობა დაძაბულია. „აფთრის“ გვერდით მჯდარი ფანნი მორიდებით ამბობს, რომ ქმრის ეს საქმიანობა არ მოსწონს, მაგრამ ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. ვეკითხები, შენმა 2 წლის შვილმაც ათ წელში იგივე უნდა გამოიაროს? „მე ეს არ მინდა. მინდა, რომ ეს ტრადიცია დასრულდეს. ჩვენ გვაიძულებენ, „აფთრებთან“ დავწვეთ. ეს ჩვენი სურვილი არ არის და ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, ეს ძალიან დამამწუხრებელია,“ – ამბობს ფანი.
„როცა ეს თქვენ გამოსცადეთ, არ მოგეწონათ?“ – ვეკითხები.
„ამის გამო თავს დღემდე საშინლად ვგრძნობ,“ – მპასუხოს.
ანივსაც ვკითხე, უნდა თუ არა, რომ მისმა გოგონამ იგივე გამოიაროს. მისი პასუხი მაოცებს: „ამას არ დავუშვებ. იმისთვის ვიბრძვი, რომ ეს დანაშაულებრივი პრაქტიკა შეწყდეს“.
„ანუ, ამის წინააღმდეგ გამოდიხართ, მაგრამ ამას აკეთებთ?“ – არ ვეშვები.
„არა, ხომ გითხარით, რომ უკვე ვეშვები“.
„,მართლა?“
„ნამდვილად, შევეშვები“.

ედ ბატლერი
„ბი-ბი-სი“, მალივი

banner
წინა სტატიაშიმორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
შემდეგი სტატიათურქეთში არსებული ვითარება – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს